Sunday, May 11, 2014

მეცხრე დღე

ვისწავლე ტრენერის ბლოგზე ლინკ ლისტებისა და გაჯეტების დამატება.
საინტერესო იყო ინტელის პროგრამაში მუშაობა.
პროექტებით სწავლების დახვეწა შესაძლებლობას მომცემს სასწავლო აქტივობები დავუკავშირო ცხოვრებისეულ კონტექსტს.
ტრენინგები ჩატარდა საინტერესოდ, გასაგებად. ამ კურსის გავლის შემდეგ შევძლებ მოსწავლეებს განვუვითარო მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გავზარდო საწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
მადლობა ხათუნა ციხელაშვილს, მისი დამსახურებაა ის, რომ შევქმნი ტექნოლოგიებით გამდიდრებულ პროექტებს.

Saturday, May 10, 2014

მერვე დღე

გავეცანით მასალების მომზადებას მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის მიზნით.გავეცანით რესურსების მოსწავლეთა მხარდაჭერის მიზნით.ვისწავლე მასალების D-დისკიდან ატვირთვა და შენახვა Google draiv-ში. დავწერეთ პროექტის მსვლელობის მოკლე შინაარსი.გავიხსენეთ ელ.ფოსტის შემოწმება.

Friday, May 9, 2014

მეშვიდე დღე

შევარჩიეთ შეფასების ფორმები და დავწერეთ შეფასების შეჯამება. გავეცანით თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნის უნარების განვითარებისათვის. განვიხილეთ მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში.

Sunday, May 4, 2014

მეექვსე დღე

გავეცანით სასწავლო ნიმუშების შექმნის პროცესს,განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისნიმუშების შეფასება ფასაპროექტო დავალებების პროცედურები.შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომი-ბუკლეტი.გავიხსენეთ სურათების მოძიებისა და ფაილში ჩასმის ხერხი.

Saturday, May 3, 2014

მეხუთე დღე

მოვამზადეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია power point-ში.ვისწავლეთ საგანმანათლებლო საიტებზე შესვლა და მათი გამოყენება.გავეცანით საავტორო უფლებების შესახებ პრეზენტაციას.

Sunday, April 27, 2014

მეოთხე დღე

განვიხილეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლის შეფასების სხვადასხვა მეთოდი.შევიმუშავეთ შეფასების გეგმა.გავეცანით შეფასების სხვადასხვა ფორმას.განვსაზღვრეთ შეფასების პერიოდულობა.
ვისწავლეთ ტესტების შედგენა და გაგზავნა.

Saturday, April 26, 2014

მესამე დღე-გავეცანი მიმართულების მიმცემ საკვანძო სიტტვებს.შევარჩიეთ სტანდარტები.ჩამოვაყალიბეთ მიზნები.ვისწავლე,როგორ უნდა გამოვიყენო თანამედროვე ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად მოსწავლეთა სწავლებისა და შეფასების მიზნით.